აკად. გ. ჩაფიძს სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 2026 წლის მე-1000 კორონარული სტენტირება შესრულდა.

30 ოქტომბერი, 2026 სიახლეები 1 წთ საკითხავი

აკად. გ. ჩაფიძს სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 2026 წლის მე-1000 კორონარული სტენტირება შესრულდა.

ცენტრში 2026 წლის მე-1000 კორონარული სტენტირება შესრულდა.
ჩვენი კლინიკისთვის თითოეული სამედიცინო ჩარევა მეტს წარმოადგენს, ვიდრე უბრალოდ პროცედურა, ეს არის გადარჩენილი სიცოცხლე და გაუმჯობესებული სოცოცხლის ხარისხი.
ციფრები ასახავს ჩვენი გუნდის უწყვეტ შრომას, თუმცა თითოეული წარმატებული პროცედურის მიღმა დგას: პაციენტი, რომელმაც კლინიკა ჯანმრთელმა და ბედნიერმა დატოვა და ჩვენი გუნდისა 24-საათიანი, თავდადებული მუშაობა.
თანამედროვე მედიცინის მიღწევები და ინოვაციური ტექნოლოგიები მხოლოდ მაშინ იძენს ნამდვილ ღირებულებას, როდესაც ისინი თითოეული ადამიანის სამსახურში დგას. მადლობას ვუხდით ჩვენს სამედიცინო პერსონალს უზარმაზარი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის, ხოლო პაციენტებს - გამოთქმული ნდობისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთავარი მიზნისთვის - გულის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად.💙

გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი