კარდიოქირურგია

აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტი



2001 წლიდან ჩაფიძის გულის ცენტრში დაიწყო და დღემდე ფუნქციონირებს კარდიოქირურგიული დეპარტამენტი პროფესორ ზვიად ბახუტაშვილის ხელმძღვანელობით. ყველაფერი დაიწყო კორონარული შუნტირებით, ხელოვნური სისხლის მიმოქცევის ფონზე. 2002 წლიდან დაიხვეწა კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული თანამშრომლობა და პაციენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომით, დაზიანების ხარისხისა და ზოგადი მდგომარეობის შეფასებით დაწყებული იქნა შუნტირება მომუშავე გულზე.


დღემდე ჩატარებულია  4500-ზე მეტი შუნტირების ოპერაცია. მალევე დაიწყო სარქვლოვანი პათლოგიების ქირურგიული მკურნალობა. თანდათანად სრულად იქნა ათვისებული სარქველზე ოპერაციები. პლასტიკა-პროთეზირება, მიტრალური ანულოპლასტიკა, აორტული პროტეზირება ბიოლოგიური სარქვლით, ტრიკუსპიდული პლასტიკა და ა.შ.  

      

კლინიკაში 2012 წლიდან ტარდება ოპერაციები მინისტერნოტომიული მიდგომით, 2013 წლიდან დაწყებულია მინითორაკოტომიული მიდგომით. დღემდე ჩატარებულია დაახლოებით 200-მდე ოპერაცია მინითორაკოტომიული მიდგომით (მცირე ზომის განაკვეთი, ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია, ხანმოკლე პოსტოპერაციული რეაბილიტაცია)


მინითორაკოტომია ტარდება:                                                                                                                                                                                                                                                                                                                 მიტრალურ და ტრიკუსპიდულ სარქველებზე  (პროტეზირება და სარქვლის რეკონსტრუქცია-პლასტიკა)

ერთი ან ორი სარქვლის ერთდროული ჩარევა 

წინაგულოვანი მდებარეობის გულის სიმსივნეები. 

თანდაყოლილი მანკი - წინაგულთაშორის ძგიდის დეფექტის პლასტიკა


2004 წლიდან დაწყებულია აორტის რეკონსტრუქციული ოპერაციები  მწვავე დისექციების დროს. ჩაატარებულია ბენტალის პროცედურები.


ბენტალის პროცედურა ტარდება როდესაც აღინიშნება აორტის  სარქველებისდაზიანებაც. ბენტალის პროცედურა მოიცავს აორტის  სარქვლის, ბოლქვის, აღმავალი აორტის პროტეზირება და კორონარული არტერიების რეიმპლანტაცია. თანდათანობით აღნიშნული პათოლოგიის მიმართულებით დაიხვეწა პაციენტის  მართვისა და აღნიშნული  ჩარევის ოპერატიულად ჩატარების სქემა, ჩამოყალიბდა კვალიფიციური და დროული დახმარების სამსახური. აღნიშნულის გათვალისწინებით საერთაშორისო სტატისტიკური შეფასებით შედეგები საკმაოდ კარგია.

  

2012 წლიდან კლინიკაში დაწყებულია მაღალტექნოლოგიური, აორტის სარქველშემანარჩნებელი  ოპერაციები,იაკუბის  და ტაირონ დევიდსის ოპერაციები. 


ადრე მედიცინის პრიორიტეტი იყო სიცოცხლის შენარჩუნება და გახანგრძივება.

დღეს მედიცინა ორიენტირებულია  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.


მნიშვნელოვანი გახდა პაციენტის პოსტოპერაციულად
ფიზიკური აქტივობის ხარისხის გაუმჯობესება
სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება
პოსტოპერაციულად ფსიქოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნება
განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია პაციენტებზე ანტიკოაგულაციური თერაპიით.

ჩვენს კლინიკაში დაინერგა კლინიკაში ნაოპერაციები პაციენტების უფასოდ ვარფარინოთერაპიის დოზის კორექციისა და მართვის სამსახური.


ბიოლოგიური სარქვლის იმპლანტაციისა და პლასტიკის შემდგომი პეროდი არ საჭიროებს მუდმივ ანტიკოაგულაციას, თუმცა ჩვენების კრიტერიუმები ბიოლოგიურის შემთხვევაში შეზღუდულია, ასაკის გათალისწინებით.  

 რემოდელირებულ საკუთარ სარქველს უფრო მეტად აქვს ფუნქციონალური ამტანობა და დაბალი გრადიენტი ვიდრე ბიოლოგიურ პროთეზს.

        

პროფესორ ბახუტაშვილის და მთელი კლინიკის ახალი ინოვაცია არის ოზაკის პროცედურა, რომელიც პრაქტიკაში დაინერგა იაპონიაში 2007 წლიდან , აღნიშნული მკურნალობა ჩაუტარდა იაპონიასა და სხვა ქვეყნებში 1500-ზე მეტ პაციენტს.პირველი ოპერაციიან გავიდა 10 წელი, რის მიხედვითაც შესაძლებელია მივიღოთ შუალედური შედეგები, ამჟამად 40-ზე მეტ კლინიკაში იაპონიაში და 20-ზე მეტ კლინიკაში ევროპასა და ამერიკაში დაწყებულია მისი ჩატარება და მომავალშიც მოსალოდნელია აღნიშნული ციფრის ზრდა


რა მასალა გამოიყენება ოზაკის პროცედურის დროს

აუტოლოგიური პერიკარდი.

აუტოლოგური ქსოვილი არ იწვევს იმუნურ პრობლემებს;

აუტოლოგური პერიკარდი ბევრად გამძლეა  ვიდრე ნატიური სარქვლის ფურცელი (საგდული)

გონივრული  ფასი


პროცედურის აღწერა

აუტოლოგური პერიკარდის აღება

დამუშავება გლუტარალდეჰიდით

პერიკარდის რეცხვა (3-ჯერ თითო 6 წთ)

იზომება მანძილი კომისურებს შორის

პერიკარდის ჩასწორება

ფურცლების მიკერება

კომისურების შექმნა


რატომ ოზაკი?


ტექნიკა მეტად რეკონსტრუქციულია ვიდრე ჩანაცვლებითი სარქვლის იმპლანტაციით გამოწვეული. 


დღეისათვის  კლინიკაში უმეტესად ტარდება კომბინირებული ოპერაციები:

შუნტირება და პროთეზირება

შუნტირება და პლასტიკა

შუნტირება,პლასტიკა და პროთეზირება

შუნტირება, ასწვ. აორტის პროთეზირება, პლასტიკა და პროთეზირება

შუნტირება, ოზაკი და პლასტიკა

ოზაკი და პლასტიკა

პლასტიკა, პროთეზირება მინითრაკოტომიული მიდგომით